Monday, July 18, 2016

ინტელის სასწავლო კურსის რეფლექსია


         ინტელის კურსის ტრენინგის დახმარებით ვისწავლე პორტფოლიოში არსებული ქაღალდების შექნმა, პროექტის გეგმის შაბლონის,პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის და პროექტის პორტფოლიოების  ნიმუშების გაცნობა, სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტებისათვის, მიზნების შემუშავება . საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვა.   ბლოგის სტრუქტურა,გვერდების ჩასმა,ბმულების შექმნა,ფონების დაყენება,youtube-დან ვიდეოების  და პრეზენტაციების ჩაშენება ჩვენს ბლოგზე.განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები და რესურსები. გავუზიარეთ  ერთმანეთს მოსწავლისა  და ჩვენი  სავარაუდო ნაშრომები ,ვიმსჯელეთ დიფერენცირებული სწავლების ყველა გზებზე,დავგეგმეთ და განვიხილეთ სასწავლო პროექტის განხორციელების გზები,შევქმენით მასალები.
ტრენინგის ბოლოს მოვაწყვეთ პორტფოლიოს ჩვენება.წარვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები საპრეზენტაციოდ.მივიღეთ უკუკავშირი პროექტის პორტფოლიოზე.დავწერეთ რეფლექსიები ჩვენს ძირითად ბლოგზე.

ამრიგად ინტელის სასწავლო კურსი-პროექტებით სწავლება ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო ჩემთვის.კურსის მანძილზე შევისწავლე თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები,როგორ განვსაზღვრო მათი მომზადებისათვის  საჭირო დრო,როგორ გამოვიყენო პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის და დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და 21 საუკუნის უნარ ჩვევების განვითარებაში.




  

Tuesday, July 12, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით მოდული 4.ამ მოდულის დახმარებით შევისწავლეთ ბლოგის სტრუქტურა,გვერდების ჩასმა,ბმულების შექმნა,ფონების დაყენება,youtube-დან ვიდეოების  და პრეზენტაციების ჩაშენება ჩვენს ბლოგზე.განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები და რესურსები.

Thursday, June 30, 2016

მესამე დღის რეფლექსია

   განვიხილეთ :

  • პორტფოლიოში არსებული ქაღალდების შექნმა
  • პროექტის გეგმის შაბლონის,პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის და პროექტის პორტფოლიოების  ნიმუშების გაცნობა
  • სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტებისათვის
  • მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტებისთვის
  • საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვა